GEO | ARM | ENG | RUS
 

 

ჩვენი ორგანიზაცია

ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს სომეხი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც 2010 წლის გაზაფხულზე შექმნა   საზოგადოებრივი ორგანიზაცია – საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესი.

ეროვნული კონგრესი ეს არის საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის და ინტერესების მქონე მოქალაქეების ჯგუფი, რომლებსაც აერთიანებს საერთო მოქალაქეობრივი და ეროვნული იდეები, ასევე სომეხი ერის კულტურა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოსა და სომხეთის კულტურის განვითარებაში.

ჩვენი ორგანიზაცია არის სრულიად აპოლიტიკური და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი სომხური მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეწყობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში, რაც უფრო განამტკიცებს ქართულ-სომხურ ურთიერთობებს.

                          ჩვენი საქმიანობა

"სსეკ"-ს საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სომეხი მოსახლეობის გაერთიანებისათვის ხელშეწყობა, მათი ინტერესების და უფლებების დაცვა, მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების პროცესს, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის დახმარების გაწევა.
          

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია