GEO | ARM | ENG | RUS
საქართველო

          საქართველო (ქართულად საქართველო [sɑkʰɑrtʰvɛlɔ]) არის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს წინა აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში (ბევრი ინგლისურენოვანი წყარო ქვეყანასმიაკუთვნებს ახლო აღმოსავლეთს, ზოგიერთი წყარო საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ან მთლიანად ქვეყანას მიაკუთვნებს აღმოსავლეთ ევროპას, ამიეკავკასიის დასავლეთ ნაწილში და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. საქართველო ესაზღვრება სამხრეთით სომხეთსა და თურქეთს,სამხრეთ–აღმოსავლეთით აზერბაიჯანს და ჩრდილოეთით რუსეთს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს და ის და აშშს–ს ადმინისტრაცია მათ აფასებს როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ნაწილებს. ბევრი სახელმწიფო გამოვიდა განცხადებებით, რომლებშიც გმობენ რუსეთის ქმედებებს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ხელისუფლების მიერ მართული ტერიტორია ესაზღვრება დასავლეთით აფხაზეთს, ჩრდილოეთით სამხრეთ ოსეთს. რუსეთ–საქართველოს საზღვრის მონაკვეთებად განიხილება აგრეთვე რუსეთის საზღვრები აფხაზეთთან და ჩრდილო ოსეთთან.

           საქართველოს დროშა

 

 

 

 

 

საქართველოს დროშა ღერბთან და ჰიმნთან ერთად არის საქართველოს ოფიციალური სიმბოლო. ახლანდელი დროშა მიღებულია 2004 წელს საგანგებო კანონით „დროშის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის თანახმად.


მუხლი 2

1. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის თეთრი ფერის ოთხკუთხა ნაჭერი, რომლის ცენტრში გამოსახულია დიდი წითელი ჯვარი, ოთხ კუთხეში კი – ეგრეთ წოდებული „ბოლნისის ჯვრის“ ფორმის ერთნაირი წითელი ჯვრები.

3. დროშაზე გამოყენებულია წითელი ფერის ელფერი. აკრძალულია წითელი ფერის ამ ელფერის შეცვლა დროშაზე.

გარდა ამისა, „დროშის შესახებ კანონის“ მეორე გვერდზე მოცემულია მოცემულია დროშის სქემა თანაფარდობების ჩვენებით. სიგრძის შეფარდება სიგანესთან – 3:2. ჯვრის სიგანე ტოლია ნაჭრის სიგანის 1/5-სა.

           საქართველოს ღერბი

 

 

 

 

 

 

           საქართველოს ღერბი არის საქართველოს ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. თანამედროვე ღერბი მიღებულია 2004 წლის 1 ოქტომბერს. ის არის წითელი ფერის ფარი საქართველოს მფარველის –ცხენზეამხედრებული და შუბით გველეშაპის შემმუსვრელი წმინდა გიორგის ვერცხლისფერი ფიგურის გამოსახულებით. ფარი დაგვირგვინებულია ოქროს გვირგვინით, ის უჭირავს ორ ოქროს ლომს. ფარის ქვეშ მოთავსებულია ზონარი დევიზით „ძალა ერთობაშია“. ღერბი ნაწილობრივ ეფუძნება ბაგრატიონის სამეფო სახლის შუა საუკუნეების ღერბს.
         საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ღერბი იყო ოქროსფერი ჩუქურთმით მოარშიებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ცენტრში მოთავსებული იყო ქართული ფარი ოქროს ჩლიქებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულებით. მას მარჯვენა ხელში უჭირავს ბრძოლისათვის გამზადებული ვერცხლის ბუნიკიანი ოქროს შუბი, მარცხენაში – ფარი (იდაყვზე, ცხენის მარცხენა გვერდზე). ზედ წმინდა გიორგის თავზე ბრწყინავს რვაქიმიანი ოქროს ვარსკვლავი; ვარსკვლავის მარცხნივ მთვარეა, მარჯვნივ კი მზე. მთვარისა და მზის ქვემოთ განლაგებულია კიდევ ორი რვაქიმიანი ვარსკვლავი. ქვემოთ, ცხენის ქვეშ გამოსახულია მთის მწვერვალი. ღერბის ავტორია აკადემიკოსი ევგენი ლანსერე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1991 წელს 1918 წლის ღერბი თავიდან იყო მიღებული. საქართველოში საბჭოთა ჯარების შემოსვლის შემდეგ 1922 წლის 28 თებერვალს სსსრ–ს რევკომის დეკრეტით მიღებული იყო ახალი ღერბი. საქართველოს სსრ ღერბი შედგებოდა მრგვალი წითელი ველისგან, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია განათებული ხუთქიმიანი ვარსკვლავი მთელ ველზე განფენილი სხივებით. ქვემოთ არის ცისფერი თოვლიანი ქედი. მარჯვენა მხარეს არის ოქროს თავთავები და მარჯვენა მხარეს – ოქროს ვაზები ყურძნის მტევნებით. თავთავებისა და ვაზების ბოლოები ჩაწნულია ერთმანეთში ქედის ძირთან ველის ქვედა ნაწილში. შუა ადგილის დიდი ნაწილი უკავია ოქროს ნამგლისა და უროს გამოსახულებას, რომლებიც ეყრდნობა მანათობელ ვარსკვლავს, ქვემოთ – ქედის მწვერვალს, გვერდებზე კი – თავთავებსა და ვაზებს. ველის გარშემო მოთავსებულია წარწერა ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე :“პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. სსსრ–ს ღერბი მოარშიებული იყო ქართული სტილის ჩუქურთმით.

         ჰიმნის მუსიკა აღებულია ზაქარია ფალიაშვილის ორი ოპერიდან: „დაისიდან“ და „აბესალომ და ეთერიდან“, ტექსტის ავტორის თანამედროვე ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც გამოიყენა ქართველი კლასიკოსი პოეტების – აკაკი წერეთელის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ნაწყვეტები.

          საქართველო მდებარეობს ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ განედის 40007'–სა და 43005'–ს და აღმოსავლეთ გრძედის 40005'–სა და 46044'–ს შორის. საქართველოს ფართობია 69 700 კმ2. საქართველოს მდებარეობამ ტენიანი ხმელთაშუაზღვისპირეთის, მშრალი არალ–შავი ზღვის ღრმულის და წინა აზიის მთიანეთის მიჯნაზე განაპირობა ლანდშაფტის მრავალფეროვნება, ბუნებრივი და მცენარეული სამყაროს სიმდიდრე. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სიგრძეა 308 კმ, და მას არ გააჩნია რამდენადმე მნიშვნელოვანი ყურეები, კუნძულები და ნახევარკუნძულები. საქართვრლოს შრდილოეთში მდებარეობს დიდი კავკასიონის ქედი. დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ხარულის, ლამისის, გუდისის, ქართლის და კახეთის ქედები; ჩრდილოეთ კალთაზე – ხოხის, შავანის, კიდეგანის, ხევსურეთისა და პირიქითი ქედები. რელიეფის თოვლის სარტყელის ჩამოყალიბებაში მთავარი წვლილი მიუძღვის მყინვარებს. დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია ვულკანური წარმონაქმნები, რომლებიც ისტორიულ ხანას განეკუთვნება. სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მთათაშუა ჩაღრმავებაში განლაგებული ივერიის და კოლხეთის ღრმულები. ალუვიალურ დაბლობებს უკავია ივერიის და კოლხეთის ღრმულების უდიდესი ნაწილი. ღრმულები ერთმანეთისაგან ჰყოფს ძირულის მასივი. ეს დაბლობებია კოლხეთის დაბლობი, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და ალაზნის დაბლობები. კოლხეთის რეგიონის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს მესხეთის, შავშეთის, თრიალეთის და ლოკის ქედები. სამხრეთ საქართველოს ვულკანურ მთიანეთს უკავია საქართველოს სამხრეთი ზონა. მთიანეთის მწვერვალია დიდი–აბულის მთა.

           საქართველოს თანამედროვე კონსტიტუცია მიღებულია 1995 წლის 24 აგვისტოს. კონსტიტუცია ეფუძნება საქართველოს ათასწლოვან სახელმწიფოებრიობას და 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი ირჩევა საყოველთაო, თანაბარი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით, ერთ პირს უფლება აქვს არჩეული იყოს ამ თანამდებობაზე არა უმეტეს ზედიზედ ორი ვადისა.

         საკანონმდებლო ძალაუფლება საქართველოში წარმოდგენილია საქართველოს ერთპალატიანი პარლამენტით. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და შედგება 150 დეპუტატისაგან. 75 დეპუტატი იჩევა სიებით, 75 – ერთმანდატიანი ოლქებიდან. ყველა დეპუტატი ირჩევა 4 წლის ვადით საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე.

          საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ძალაუფლება, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეზღუდულია ავტონომიური რესპუბლიკების აფხაზეთისა და აჭარის საკანონმდებლი ხელისუფლებით.

        პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, და თავმჯდომარედ არჩეული იყო ზვიად გამსახურდია, შემდგომში საქართველოს პრეზიდენტი. 1991-1992 წლებში მოხდა გამსახურდიას უთანხმოება პარლამენტთან, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ედუარდ შევარდნაძე, და 1995 წლამდე პარლამენტის დანიშნულებას ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო საბჭო, შემდეგ ჩატარდა საერთო–სახალხო არჩევნები.

           ამჟამად (2010 წ.) საქართველოს პარლამენტი მოიწვევა ორ სესიაზე: საგაზაფხულოზე (თებერვალი–ივნისი) და საშემოდგომოზე (სექტემბერი–დეკემბერი). ერთმანეთს ენაცვლება პლენარული სხდომებისა და კომიტეტებში მუშაობის კვირები. პარლამენტის ახლანდელი თავმჯდომარეა დავით ბაქრაძე.

         საქართველოს შეიარაღებული ძალები არის საქართველოს რესპუბლიკის ჯარების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მასში შედის სახმელეთო ჯარები, საგანგებო დანიშნულების ძალები, სამხედრო–საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდია და სამხედრო პოლიცია.

           საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2009 წლისთვის არის 36,553 კაცი. მათ შორის: 21 გენერალი, 6166 ოფიცერი და ქვეოფიცერი, 28477 რიგითი, 125 კურსანტი და 388 სამოქალაქო მოსამსახურე.

          თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა 2008 წელს შეადგინა 1 მილიარდი აშშ დოლარი. სამხდრო არჯები აღწევს შიდა მთლიანი პროდუქტის 9,7%–ს, ამ მაჩვენებლით საქართველოს უკავია მეორე ადგილი კორეის სახლო დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ.

          ოფიციალური ვალუტა საქართველოს ტერიტორიაზე არის ლარი. ვალუტის კოდი ISO 4217: GEL. შემოღებულია 1995 წელ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს. 1ლარი = 100 თეთრი. ამჟამად მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20, 50 თეთრიანი, 1, 2 და 10 ლარიანი მონეტები და 1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარიანი ბანკნოტები. საქართელოს ეროვნული ბანკი უშვებს აგრეთვე სხვადასხვა ღირებულების საიუბილეო (ღირშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილ) და საინვესტიციო მონეტებს.

          1993 წლის 5 აპრილიდან 1995 წლის 2 ოქტომბრამდე საქართველოს ვალუტა იყო ლარის კუპონი, რომელიც 1993 წლის 20 აგვისტოდან გახდა გადახდის ერთადერთ კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე [47]. კურსი თავიდან გაუთანაბრდა მანეთს, რომელიც შეცვალა ამ ვალუტამ. გამოდიოდა მხოლოდ 1-დან 1 000 000 კუპონიანი ბანკნოტები (მათ შორის საკმაოდ უცნაური 3, 3 000, 30 000 და 150 000 კუპონი). ლარის კუპონმა განიცადა ჰიპერინფლაცია (578,4% 1995 წელს) და ის შეცვალა ახალმა ეროვნულმა ბალუტამ – ქართულმა ლარმა კოეფიციენტით 1 000 000:1.

დამოუკიდებლობის თარიღი 1918 წლის 26 მაისი

(ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკიდან)

1991 წლის 9 აპრილი (სსრკ–დან)

ოფიციალური ენა ქართული,

აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური

დედაქალაქი თბილისი

უდიდესი ქალაქები ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი, სოხუმი, ცხინვალი

მმართველობის ფორმა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პრემიერ–მინისტრი ნიკოლოზ გილაური

პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე

ტერიტორია

• სულ 118-ე მსოფლიოში

გაცხადებული – 69 700 კმ2

ფაქტიურად

კონტროლირებადი– 57 200 კმ2

მოსახლეობა

• შეფასება (2009 წლის დასაწყისი)

• სიმკვრივე

4 385 400 კაცი (114-ე)

63 კაცი/კმ2

შიდა მთლიანი პროდუქტი

• სულ 92009)

• ერთ სულ მოსახლეზე

$10,7 მილიარდი (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით), 11,1 მილიარდი (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიხედვით) (122-ე)

$4757 (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით), 4400 (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიხედვით)

ვალუტა ლარი (GEL, კოდი 981)

ინტერნეტ–დომენი .ge

სატელეფონო კოდი +995

საათური სარტყელი +4

 

 

 

 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია