GEO | ARM | ENG | RUS
ჩვენი გამოჩენილი მოღვაწეები საქართველოში

სომხები

სომხები საქართველოში ცხოვრობენ უძველესი დროიდან, კერძოდ, III საუკუნის ბოლოდან, რადგან სწორედ იმ პერიოდში ისინი ერთი მხრიდან სასანიდებმა და მეორე მხრიდან რომის იმპერატორებმა შეავიწროვეს და გაინაწილეს მათი სამშობლო, ამიტომ სომხებმა დაიწყეს მშობლიური ქვეყნიდან წასვლა და უპირველესად მზერა მიაპყრეს საქართველოს, სადაც ბოლოს დაფუძნდნენ კიდაც.

სომხეთში მუსლიმანური ბატონობის დროს სომხების მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, მათ მუდმივად ემუქრებოდა ფიზიკური განადგურების, უკვალოდ გაქრობის ან იძულებითი გადასახლების საშინელი საშიშროება. ჟლეტის, სასტიკი ომებისა და მტრის შემოსევების პირობებში სომხები ეძებდნენ უფრო უშიშარ ადგილებს ერთმორწმუნე მეზობლებთან, რადგან საქართველო მდებარეობდა სამხედრო–სატრანზიტო გზებიდან მოშორებით, თანაც მას კავკასიონის ქედიც იცავდა. ბოლოს, ხშირად თვით ქართველი მეფეები ეპატიჟებოდნენ სომხეთის ჯარებს თავიანთი ოჯახებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ურთიერთხელსაყრელი იყო. ერთი მხრივ, საქართველო სომხებს სთავაზობდა გადარჩენის, სრულფასოვანი ცხოვრების და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამომჟღავნების ხელსაყრელ პირობებს, მეორე მხრივ – გადმოსახლებულ სომხებს, თითქოს–და მადლობის ნიშნად, შეძლებისდაგვარად თავისი წვლილი შეჰქონდათ ეკონომიკასა და კულტურაში, ამტკიცებდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ანვითარებდნენ ვაჭრობას და ხელოსნობას, მონაწილეობდნენ ქალაქებისა და სოფლების მშენებლობაში.

საქართველოში ბაგრატიონების დინასტიის მეფობის დასაწყის პერიოდში, ე. ი. XI საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით მიმდინარეობს სომხების ყველაზე დიდი გადასახლება კახეთის და ქართლის მცირედასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში, კერძოდ, თელავში, სიღნაღში, გორში და ა. შ. დავით აღმაშენებლის დროიდან სომხები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ საქართველოს ცხოვრებაში. მათი მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სამეურნეო და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდად გაიზადა დავით IV–ის შვილიშვილის შვილის თამარის მეფობის დროს.

როგორც ცნობილია, თამართან ამირსპასალარი (მხედართმთავარი) იყო ზაქარია მხარგრძელი, რომლის მეთაურობითაც საქართველომ ბევრი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მის ძმას ივანე მხარგრძელს თამარ მეფის კარზე ეკავა ათაბაგის თანამდებობა, რომლის მოვალეობაში შედიოდა ქვეყნის სამოქალაქო მართვა.

ქართველი მეფის ვახტანგ IV–ის ცნობილი მხედართმთავარი იყო დავით–ბეგი, რომელიც შემდგომში, თავის ისტორიულ სამშობლოში გადასახლების შემდეგ გახდა სომხეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ეროვნული გმირი.
დიდი თანამდებობები ეკავათ სომხებს მეფე ერეკლე II–ის კარზეც.

ხელოსნობამ, ვაჭრობამ, ჯარში სამსახურმა განსაზღვრა ის, რომ სომხები ძირითადად ქალაქებში ცხოვრობდნენ, ხოლო XIX საუკუნის შუა წლებამდე ისინი შეადგენდნენ თბილისს მოსახლეობის უმეტესობას და მაშინდელი კანონების შესაბამისად ატარებდნენ „მოქალაქის“ წოდებას, ხოლო ყველაზე მდიდარი და გამოჩენილი გვარები – მელიქებისა და მელიქ–მამასახლისების წოდებას. ქალაქის თავის თანამდებობა XIX საუკუნეში ძირითადად სომხებს ეკავათ. უნდა აღინიშნოს ამ თანამდებობაზე
ა. მატინოვის (1879–1891 წწ.) განსაკუთრებული დამსახურება. მის დროს აშენდა ხიდები, წყალსადენი, ქალაქის მერიის შენობა და პირველი კონკები. ხოლო მერის ა. ხატისოვის (1909-1917 წწ.) გაიყვანეს კანალიზაცია, მოეწყო ქუჩების აირით განათება, გაკეთდა ელექტროგანათება და ბელგიის ტრამვაის კომპანიის მიერ დაიწყო ფუნიკულორის მშენებლობა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ახლად ჩასახული ბურჟუაზია იწყებს ქალაქის ახალი, „ევროპული“ ნაწილის მშენებლობას. საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, თეატრების, სასწავლებლების და სავაჭრო ობიექტების შემონახული შენობები დღებდე გვხიბლავენ და თბილისელთა სიამაყეს წარმოადგენენ. ბევრი სომეხი მეცენატი, მაგალითად, მანთაშევი, არამიანცი, პიტოევი, თამამშევი და სხვები აშენებდნენ და ქალაქს ჩუქნიდნენ საავადმყოფოებს, სკოლებს, თეატრებს, საცხოვრებელ სახლებს, ხიდებს, აბანოებს, ბიბლიოთეკებს და ციხესაც კი. მათი შესაწირებით ყველაზე ნიჭიერ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ განეგრძოთ სწავლა რუსეთისა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ქალაქის მერიასთან არსებობდა საგანგებო საქველმოქმედო საბჭო, რომელსაც თავისი ფონდი ჰქონდა და ეხმარებოდა უქონელთ მკურნალობაში, სწავლაში, შემოქმედებაში.

საქართველოში ქალაქმშენებლობაში, ეკონომიკისა და მეურნეობის ჩამოყალიბებაში, სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობაში სომხების წვლილის შესახებ დიდხანს შეიძლება საუბარი. შეიძლება უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ საქართველო–სომხეთის კულტურული და ლიტერატურული ურთიერთკავშირების საკითხზე.

V საუკუნის დასაწყისში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა ბერი–განმანათლებელი, სომხური ანბანის შემქმნელი მესროპ მაშტოცი. სწორედ იმ დროს დაწერა ქართველმა მწერალმა–მემატიანემ იაკობ ცურტაველმა თავისი ცნობილი ნაწარმოები „შუშანიკის წამება“, რომელშიც აღწერა საქართველოს მმართველის ვარსქენის მეუღლის, გამოჩენილი სომეხი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ქალიშვილის სიმტკიცე და ქედუხრელობა ქრისტიანული სარწმუნოების დაცვაში.

VI საუკუნეში თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა ლიტერატორი კირაკოსი, რომელიც სომხურიდან ქართულად და პირიქით თარგმნიდა ცნობილი ისტორიკოსებისა და რელიგიური ავტორების შრომებს.

სამხრეთ საქართველოში VIII-IX საუკუნეებში სახელი გაითქვა ტაო–კლარჯეთის ლიტერატურულმა სკოლამ, ხოლო XI–XII საუკუნეებში არსებობდა მეცნიერულ–ფილოსოფიური სკოლა ფხძაანკი; თამარ მეფის დროს ცხოვრობდა და წერდა ცნობილი მეცნიერი–მოაზროვნე მხითარ გოში.

საქართველო არის სომხური ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების ბევრი გამოჩენილი მოღვაწის სამშობლო. XIX საუკუნიდან საქართველო, განსაკუთებით თბილისი თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით ფაქტიურად ხდება სომხური კულტურისა და განათლების ცენტრი.

1824 წელს თბილისში გაიხსნა პირველი სომხური საშუალო სკოლა, რომელსაც შემდეგ ნერსისიანის სემინარია ეწოდა, ხოლო 1926 წელს ასეთივე სკოლა გაიხსნა ახალციხეში. 1869-1877 წლებში თბილისში გაიხსნა ქალთა პირველი სომხური საშუალო სკოლები, რამდენიმე წლის შემდეგ საქველმოქმედო სახსრებით გაიხსნა პირველი სახალხო საბავშვო ბაღი და პირველი საბავშვო ბიბლიოთეკა.

თბილისში 1823 წელს დაარსდა პირველი სომხური სტამბა, სადაც პირველად დაიბეჭდა ახალი სომხური ლიტერატურის მამამთავრის, ნერსესიანის სემინარიის კურსდამთავრებულის ხაჩატურ აბოვიანის ისტორიული რომანი „სომხეთის ჭრილობები“. 1920 წლამდე თბილისში მოქმედებდა უკვე რამდენიმე სტამბა, სადაც ყოველწლიურად მრავალი წიგნი გამოიცემოდა. 1946 წე4ლს იწყება პირველი სომხური ჟურნალ–გაზეთების გამოცემა. 1920 წლამდე პერიოდულ გამოცემათა რაოდენობამ 180 დასახელებას მიაღწია.

საქართველოსთან არის დაკავშირებული ახალი სომხური კლასიკური ლიტერატურის განვითარება. სწორედ მის დედაქალაქში მოღვაწეობდნენ მისი ცნობილი წარმომადგენლები რაფი, ო. თუმანიანი, გ. სუნდუკიანი, ლ. აღაიანი, ნარ–დოსი, მურაცანი, ხ. აბოვიანი, ა. აკოპიანი, პ. პროშიანი, ცერენცი, ა. ცატურიანი, შირვანზადე, ვ. ტერიანი და სხვები.

აქ ცხოვრობდა და ქმნიდა აღმოსავლური პოეზიის უკვდავ ნიმუშებს შტაგონებული დაშეუდარებელი პოეტი–აშუღი საიათ–ნოვა, რომელიც თავის ნაწარმოებებს სამ ენაზე წერდა. ხალხის დამსახურებული სიყვარულით სარგებლობდნენ აშუღები შამჩი–მელქო, ავასი, ჯივანი და აზირა.

საქართველოს სომხების კულტურული ცხოვრების თავისებური დაგვირგვინება იყო გევორქ ჩიმიშკიანის მიერ 1858 წელს პირველი სომხური დრამატული თეატრის დაარსება, რომელიც დღესაც მოქმედებს. მის სცენაზე გამოდიოდნენ ცნობილი მსახიობები პეტროს ადამიანი, სირანუიში, ვაგრამ პაპაზიანი, ოლღა მაისურიანი, ისააკ ალიხანიანი, დორი აამირბეკიანი და ბევრი სხვა.

1937 წლიდან 1944 წლის ჩათვლით თბილისში მოქმედებდა აგრეთვერ ნორჩ მაყურებელთა სომხური თეატრი, 1928 წლიდან 14949 წლის ჩათვლით სოხუმში არსებობდა სომხური დრამატული თეატრი.

საქართველოს დედაქალაქთან განუყოფლად არის დაკავშირებული აგრეთვე მრავალი მხატვრის შემოქმედება, ესენია ოვნათანიანების ოჯახი, გ. შარბაბჩიანი, ვანო ხოჯაბეკოვი, ვ. ელიბეკიანი, ლ. ბაიახჩევი, გ. ბაშინჯაგიანი, ს. ნერსესიანი, ე. თათევოსიანი, ი. კარალიანი, გ. ჯოტო–გრიგორიანი, ა. ბაჟბეუქ–მელიქოვი. 1916 წელს შეიქმნა ხომეხი მხარვრების კავშირი. უფროსების ტრადიციებს აგრძელებენ
ა. დილბარიანი, ჟ. ხაჩატუროვი, ვ. კონდახსაზოვი, გ. დავთიანი, ლ. ოსიპოვი, ნიჭიერი მხატვარი ქალები ზულეიკა ბაჟბეუქ–მელიქობა და გაიანე ხაჩატურიანი.

XIX საუკუნის II ნახევრიდან თბილისი გახდა აღმოსავლურ–სომხური მუსიკალური კულტურის ცენტრი. აქ მუშაობდნენ სომხური მუსიკის კლასიკოსები მ. ეკმალიანი, ხ. ყარა–მურზა, ცნობილი ოპერის „ანუშის“ ავტორი ა. მელიქ–ფაშაევი, ა. ტიგრანიანი და ა. შ. საქართველოს შვილები არიან აგრეთვე ცნობილი კომპოზიტორები მიქაელ ტარივერდიევი და არამ ხაჩატურინი, ედუარდ მირზოიანი.

დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს კინოხელოვნების განვითარებაში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამაარსებელმა ამო ბეკო–ნაზაროვმა და თანამედროვე კინოს აღიარებულმა გენიოსმა სერგო ფარაჯანოვმა.

სომეხი ხუროთმოძღვრების (მ. ოგაჯანოვის, კ. სარქისიანის, გ. ტერ–მიქელოვის, ხ. სატუნცის) პროექტებით თბილისის ცენტრში აშენდა ბევრი მონუმენტური შენობა.

საქართველოში მცხოვრები მეცნიერებიდან აღვნიშნავთ კ. ზავრიევს, ვ. მამასახლისოვს, გ. სიმონიანს, მ. ბაისაგოლოვას, გ. შარმაზანოვს, გ. გიგოლოვს,
მ. მაქსაკოევს, ძმებს ალიხანოვებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერების განვითარებაში. საქართველოდან გამოსული იყვნენ აგრეთვე ცნობილი ძმები ორბელები. ყველამ იცის აგრეთვე ცნობილი ექიმების გასპარიანცის, მ. უმიკოვის, ი. ფრანგულიანის გვარები. 1913 წელს თბილისში ამოქმედდა ექიმ მ. მკრტჩიანცის პირველი სამშობიარო. ხოლო პირველი კერძო, მაგრამ უფასო სამკურნალო ქალაქში 1880 წელს გაიხსნა და ის ეკუთვნოდა ბ. ნავასარდიანს. 1905 წელს ექიმმა ხალათოვმა მოაწყო სასწრაფო დახმარების სამსახური. თანამედროვე ექიმებიდან ცნობილი არიან ა. ონანოვი, ა. მალაევი, რ. დავიდოვი და სხვები.

ასეთია ძალიან მოკლე ექსკურსი, მაგრამ არც სომხური დიასპორის დღევანდელობაა ნაკლებად საინტერესო.

მოსახლეობის უკანასკნელი, 1989 წლის აღწერის მონაცემებით სომხები შეადგენდნენ მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 8%-ს. სომხები დღესაც ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორაა საქართველოში.

ამჟამად საქართველოში მოქმედებს სომხური სკოლები, მუშაობს სომხური ეკლესიები, რომელთა იურიდიული სტატუსი გადაწყვეტილი არ არის, აგრეთვე პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი და თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი – ხოჯევანქი.
 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია