GEO | ARM | ENG | RUS
სომხები და მსოფლიო

  არამ ხაჩატურიანი (დ. 6 ივნისი1903თბილისი ― გ. 1 მაისი1978მოსკოვი, დაკრძალულია ერევანში),სომეხი წარმოშობის კლასიკური მუსიკის კომპოზოტორი, დირიჟორი, პედაგოგი.

დაიბადა ტიფლისში (ამჟ. თბილისი), საქართველო, იმ დროს რუსეთის იმპერიის ნაწილში, ხელმოკლე სომეხეთა ოჯახში (მის ნამუშევრებში ძლიერია სომხური ფოლკლორის გაველნა).

ახალგაზრდობაში აღტაცემაში მოჰყავდა მუსიკას რომელიც მის ირგვლივ ესმოდა, თუმცა თავდაპირველად მას მუსიკა ან მისი კითხვა არ შეუსწავლია. 1921 წელს ის მოსკოვში მოგზაურობს მარტოდმარტო მუსიკის შესწავლის დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მუსიკალური განათლება არ გააჩნდა და ერთი სიტყვა რუსული არ ესმოდა. თუმცა ისეთი მუსიკალური ტალანტი გამოამჟღავნა, რომ გნესინისი ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ჩელოს სწავლობდა მიხაილ გნესინის ზედამხედველობის ქვეშ და 1925 წელს კომპოზიციის კლასში რიცხავენ. 1929 წელს ის მოსკოვის კონსერვატორიაში გადადის, სადაც ნიკოლაი მიასკოვსკისთან სწავლობს. 1930-იანებში ის ნინა მაკაროვას ირთავს ცოლად, მიასკოვსკის კლასის თანაკურსელს. 1951 წელს ის გნესინის სახელმწიფო მუსიკალური და პედაგოგიური ინსტიტუტისა და მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი ხდება. მას ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს კომპოზიტორთა კავშირში. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით მისი რამდენიმე ნაშრომი სასტიკად გაკიცხა ე.წ. "ფორმალიზმისთვის" პროკოფიევისა და შოსტაკოვიჩის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ეს სამი კომპოზიტორი საბჭოთა მუსიკის ე.წ. "ტიტანები" გახდნენ, მსოფლიო-კლასის რეპუტაციითა და საუკუნის კომპოზიტორთა ტიტულის დამკვიდრებით.

 

 ერგეი (სერგო) ფარაჯანოვი (დ. 9 იანვარი1924თბილისი,საქართველო ― გ. 20 ივლისი1990ერევანისომხეთი), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორი.

 

დაიბადა და გაიზარდა თბილისშისაქართველო, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი შესაძლოა უდიდესი ნამუშევარი — "ბროწეულის ფერი" (1969), თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე "აშიკი ქერიბი" (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია "აღიარებისა", რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული" ნაწილი გახდა.

ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით.

 

მარტიროს სარქისის ძე სარიანი (დ. 16 თებერვალი/28 თებერვალი1880დონის ნახიჩევანი ახლანდელი დონის როსტოვის ფარგლებში - გ. 5 მაისი1972ერევანი),სომეხი მხატვარი. სსრკ სახალხო მხატვარი (1960), სსრკ სამხატვრო აკადემიკოსი (1947) და სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1956), სოციალისტური შრომის გმირი (1965). სომხეთის სსრ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1947-1951).

1897-1904 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, 1902-1904 წლებში მუშაობდა ვალენტინ სეროვისა და კონსტანტინე კოროვინის სახელოსნოებში. მონაწილეობდა გამოფენებში „გოლუბაია როზა“„მირ ისკუსსტვა“ და სხვა გამოფენები. 900-იან წლებში შესრულებულ ნატურმოტებსა და პორტრეტების კომპოზიციებსა თუ დეკორატიულ გადაწყვეტაში იგრძნობა ანრი მატისისა და პოლ გოგენის გავლენა. 1910-1915 წლებში იმოგზაურა თურქეთშიეგვიპტესა დაირანში. 1921 წლიდან სომხეთში ცხოვრობდა.

სარიანის შემოქმედების მთავარი თემაა სომეხი ხალხის ცხოვრება. წარმატებით მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, განსაკუთრებით პეიზაჟის ჟანრში. უმთავრესად იყენებდა ზეთის ფერწერის ტექნიკას. თავდაპირველად სარიანის კომპოზიციები ინარჩუნებდა დეკორატიულ სიბრტყობრიობას, შემდეგ კი მხატვრული ფერის დიდი ლაქების ნაცვლად ტონებს და ნახევარტონებს მიმართავდა. ბოლო ეტაპზე ნატურიდან დახატულმა სურათებმა ადგილი დაუთმო განზოგადებულ, მონუმენტალურ პეიზაჟებს (სურათების ციკლი „ჩემი სამშობლო“, 1952-1958, ლენინური პრემია, 1961, სომხეთის სურათბის გალერეა, ერევანი). სარიანმა შექმნა სომხეთის მშრომელების, მეცნიერების, მუსიკოსების, საბჭოთა არმიის მეომრების პორტრეტების მთელი გალერეა. სარიანი მუშაობდა მონუმენტური ფერწერის დარგში (პანო პარიზის მსოფლიო გამოფენაზე საბჭოთა პავილიონისათვის, 1937), იყო თეატრის მხატვარიც (ალექსანდრე სპენდიარიანის ოპერა „ალმასტი“, ერევნის სპენდირიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1938-1939, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941). აღსანიშნავია მისი ილუსტრაციები სომხური ზღაპრების კრებულისათვის.

თანამედროვე სომხურ ფერწერაში სარიანმა შექმნა მთელი მიმართულება, რომელსაც მშობლიური ქვეყნის პოეტური აღქმა უდევს საფუძვლად. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი სომხური ეროვნული ხელოვნების წინსვლად.

სსრკ II-IV მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით და მედლებით.

უილიამ საროიანი ( დ. 31 აგვისტო1908ფრესნოკალიფორნია - გ. 18 მაისი1981ამერიკელიმწერალი.

დაიბადა სომეხ ემიგრანტთა ოჯახში. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1933 წელს ბოსტონში ამერიკელ სომეხთა ყოველკვირეულ ჟურნალ „ჰაირენიქში“. მისი მოთხრობებისა („მამაცი ჭაბუკი მფრინავ ტრაპეციაზე“, 1934; „ამერიკის მკვიდრი“, 1938) და ავტობიოგრაფიული რომანების („ადამიანური კომედია“, 1943; „უესლი ჯექსონის თავგადასავალი“, 1946; „ველოსიპედისტი ბევერლი-ჰილზზე“, 1952) გმირი უმთავრესად ემიგრანტთა წრიდანაა გამოსული და თითქმის გაიგივებულია ავტორთან. საროიანს ეკუთვნის სხვა მრავალი მოთხრობა, რომანი, პიესა („თქვენი ცხოვრები საუკეთესო წლები“, 1939, პულიცერის პრემია) და სხვა. რამდენჯერმე იმოგზაურა სსრკ-ში.

 

 

 

 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია