GEO | ARM | ENG | RUS
ჩვენი მუსიკა
          ისტორიული ცნობები ძველი სომხების წარმართული წეს-ჩვეულებების შესახებ, კერძოდ გოხტანური მომღერლების, გუსანების და ვიპასანების (მთქმელების) შესახებ, მოყვანილია V საუკუნის ძველი სომეხი ისტორიკოსების  მოვსეს ხორენაცისა და ფავსტოს ბუზანდის ნაშრომებში. ქრისტიანობამდელი სომხეთის სიმღერებიდან შემორჩა სიმღერის ლექსური ტექსტების ნაწყვეტები, რომლებიც მოგვითხრობენ მშვენიერი არასა და ასირიელი დედოფლის შამურამატის, არტაშესების სამეფოს შესახებ და ა.შ., რომლებიც სრულდებოდა მუსიკის თანხლების ქვეშ.  
          301 წლის შემდეგ, როცა დიდმა სომხეთმა ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, შეიქმნა საფუძველი სომხური ქრისტიანული მუსიკის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი ისტორიული როლი ძველი სომხური მუსიკის შემდგომ განვითარებაში ითამაშა ფეოდალური ურთიერთობების განვითარებამ.  უკვე V-VII საუკუნეებში სომხური ხალხური მუსიკის ახალი და უფრო რთული ფორმები, მისი ინტონაციების წრის და თემატიკის განახლება ისტორიულად განპირობებული იყო ადრეული ფეოდალიზმის გამოჩენით. მიუხედავად იმისა, რომ სომხური პროფესიული მუსიკა იმყოფებოდა ეკლესიის დაქვემდებარებაში, ამავდროულად   მასზე დიდ გავლენას ახდენდა ხალხური შემოქმედება. საეკლესიო მუსიკის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა 406 წელს სომხური ანბანის შექმნამ. მოვსეს ხორენაცი მოგვითხრობს მესროპ მაშტოცის მიერ პირველი სომხური სკოლების (ვარდაპეტარან) დაფუძნების შესახებ, რომელშიც  ასწავლიდნენ მუსიკის თეორიას, თხზვას და სიმღერას. 
           სწორედ V-VI საუკუნეებში შეიქმნა პირველი სასულიერო სიმღერა (ჰიმნოგრაფია), რომლის პირველი ავტორები იყვნენ მესროპ მაშტოცი, სააქ პარტევი, იოან მანდაკუნი, სტეფანოს სიუნეცი (უფროსი), კომიტას ახცეცი და ა.შ. პროფესიული მონოდიური სიმღერის პირველადი მარტივი ფორმები იყო ფსალომების მელოდიები, რომელიც შეიქმნა წარმართული კულტის მუსიკალური ტრადიციების საფუძველზე. მოგვიანებით ვითარდებოდა ქცურდები, რომლებიც შემდგომში გახდნენ შარაკანები. ეპოქის სომხურმა სასულიერო მუსიკამ, გადმოიღო გლეხური სიმღერის ინტონაციური წყობა. პირველი მუსიკალური ნაწარმოებები – შარაკანები, რომლებიც გამოჩნდა V საუკუნეში გამოირჩეოდნენ შინაარსის მკაფიოობით და ფორმის ლაკონურობით, მათი მელოდიები და ტექსტები უბრალოა, ძირითადად მცირე მოცულობის. დროთა განმავლობაში შეიქმნა შარაკანები, უფრო რთული კონცეფციებით, რთული რითმიკით და განვითარებული წყობა-ინტონაციური საფუძვლით. ამ ნაწარმოებათა მრავალფეროვნება შედგებოდა განძებისა და ავეტისების, პატარაგებისა და მონოდიური სასულიერო პროფესიული მუსიკის  სხვა სახეობის სიმღერაში. თითოეული სახეობა გამოირჩეოდა თავისი ჟანრობრივი ნიშნებით. VII საუკუნეში ბარსეგ ტჩონმა შექმნა შარაკანების პირველი კრებული – “ჩონინტირ შარაკანოც”. VII საუკუნის ჰიმნოგრაფებს შორის აგრეთვე ცნობილია კათალიკოსი სააქ ძორაპორეცი. ხმების მეორე სისტემატიზაცია მოახდინა სტეფანოს სიუნეციმ VIII საუკუნის პირველ ნახევარში.  ამ უკანასკმნელმა საეკლესიო მუსიკაში შეიყვანა კანონი. ძველი სომხური მუსიკის ისტორიაში ახალი მიღწევა იყო VIII-IX საუკუნეებში  ეკფონეტიკური და მუსიკალური ნოტების–სომხური ნევმების-ხაზების წერის სისტემის გამოგონება. თავდაპირველად ეს დაკავშირებულია სუნეცის სახელთან. პირველი ხელნაწერი ხაზებით მიეკუთვნება IX საუკუნეს. მთლიანობაში ინახება 2 ათასამდე მეტი ხელნაწერი ხაზებით.  ძველი სომხეთის მაღალი მუსიკალური კულტურის შესახებ მეტყველებენ თეორეტიკოსების დავით ანახტის (V-VI ს.ს.), დავით კერაკანის (გრამატიკა) (VI ს.), სტეფანოს სიუნეცის და სხვათა  ნაშრომები,  რომლებიც ეხებოდა მუსიკალური ესთეტიკის საკითხებს, ამუშავებდა სწავლებას ჰარმონიის, ხმის შესახებ   და ა.შ. უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში სომხეთში იყო შემუშავებული აკუსტიკის თეორია. 
           სომხურმა მუსიკამ მნიშვნელოვან განვითარებას ადრეული ფეოდალიზმის ეპოქაში მიაღწია, X-XIII საუკუნეებში.  ამას ხელს უწყობს IX საუკუნის შუაში სომხური ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.  X საუკუნეში იქმნება პროფესიული მონოდიური მუსიკის ახალი მიმართულება – თაღ. თაღი იყო მსხვილი საზოგადო და სასულიერო ვოკალური დრამატური ან ეპიკური, აგრეთვე ლირიკულ-საყურებელი ხასიათის პიესები.  თაღების ყველაზე ცნობილი ავტორები არიან – გრიგორ ნარეკაცი (X  ს.), ხაჩატურ ტარონაცი (XII ს.) და სხვა. სომხური აღმავლობის ჰუმანისტური იდეები გამოსახულია როგორც თაღებში ასევე ეპოსში “სასუნცი დავით” , რომელიც საბოლოოდ შედგა IX-X საუკუნეებში.  სომხეთის X-XI საუკუნის მუსიკალური კულტურის ძირითადი განვითარება დაკავშირებულია ზუსტად თაღების შემოქმედებასთან. მუსიკალური ნოტების წერის სისტემა ვითარდება XI საუკუნეში “მანრუსუმის ხაზების” გამოჩენით. ის ნებას გვაძლევს უფრო ზუსტად  დავაფიქსიროთ მელოდია. იქმნება სიმღერების კრებულები “ხაზგირქ”, რომლებიც ასევე იყვნენ თავისებური სახელმძღვანელოები. ძველი სომხური მუსიკის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ნერსეს შნორალიმ (XII ს.), რომელმაც დაწერა მრავალი სიმღერა, თაღი და შარაკანი. შნორალიმ დაამთავრა შარაკანოცისა და პატარაქის (ლიტურგიის) შექმნა. ოვანეს იმასტასერმა (XI-XII ს.ს.), ოვანეს ერზნკაციმ (XIII ს. ) და სხვებმა, თავიანთ ნაწარმოებებში განიხილავდნენ მუსიკალურ-ესტეთიკური თემების ხასიათს. არაკელ სიუნეცი, აკოფ კრიმეცი წერდნენ თავიანთი დროის მუსიკალურ  ინსტრუმენტებზე. დიდ ღირებულებას წარმოადგენენ ისტორიული სიმღერების შემორჩენილი სიტყვები, რომლებიც შეიქმნა კილიკიის სამეფოში (მეფე ხუტუმ I-ის ვაჟიშვილის ლევონის ტყვეობაზე). XIV საუკუნიდან საერო თაღებმა  მნიშვნელოვნად მოიტოვეს უკან შარაკანები და სხვა სასულიერო ნაწარმოებები.. ირანსა და თურქეთს შორის სომხეთის გაყოფის შემდეგ განსაკუთრებით XVI საუკუნიდან მოყოლებული ძლიერდება სოციალური მოტივები და ჭარბობს სამგლოვიარო სიმღერები. 
 
            გუსანების მუსიკა
           გუსანები ეს არიან სომხური ხალხური მომღერლები. მათი შემოქმედება მხოლოდ საეროა. ქრისტიანობამდენელ სომხეთში ელინიზმის ეპოქაში გუსანები თავდაპირველად მსახურობდნენ  ღმერთი გისანეს ტაძარში. გუსანების სიმღერა თავისი საწყისებით უკავშირდება მონათმფლობელური სომხეთის ვიპასანების ხელოვნებას. განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდიდან გამოჩნდნენ გუსანები და ვარძაკები. გუსანების სიმღერის შესახებ მოგვითრობენ V საუკუნის ძველი სომხური ავტორები - აგატანგელოს, ფავსტოს ბუზანდ, მოვსეს ხორენაცი, ეგიშე და სხ.  მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით ხალხური მომღერლები – გუსანები სიმღერებს ასრულებდნენ ძირითადად ნადიმებზე, ქორწილებში და ა.შ.  301 წლის შემდეგ სომხური ეკლესია დევნიდა გუსანებს. ძველმა გუსანურმა ხელოვნებამ იარსება XV-XVI საუკუნეებამდე.  
 
შარაკანი
        შარაკანი - ეს არის სასულიერო საგალობელი, ჰიმნოგრაფია. შემორჩა V-XV საუკუნეების შარაკანების დიდი რაოდენობა. ძველი სომხური სასულიერო მუსიკა ოთხი ძირითადი ჟანრისაგან შედგება – კცურდ (ტროპარი), კაცურდ (კონდაკი) კანონი და თაღი. შარაკანები წარმოადგენენ ძველი სომხური კულტურისა, კერძოდ პოეზიის, მუსიკის და პროფესიული სიმღერის შემოქმედების სინთეზს.  უკვე VII საუკუნეში ბარსეგ ტჩონმა კათალიკოს ნერსესის დავალებით შეადგინა კრებული „შარაკნოც“.  კირაკოს განძაკეცის მიხედვით: „იმ დროისათვის სომხეთში იმდენი კანონიკური საეკლესიო საგალობელი იყო, რომ ერთი ეპარქიის მომღერლებმა არ იცოდნენ მეორის საგალობლები.“
            შარაკანების მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება ყოველთვის იყო საერო მუსიკისა და პოეზიის დიდი გავლენის ქვეშ, ათასწლეულის მანძილზე განიცადა მნიშვნელოვანი ევოლუცია.  შარაკანების ტექსტების ძირითადი ლექსის ზომა არის რთული ოთხტერფიანი იამბი (4+4+4+4). ირთვება სხვა ზომებიც, რომელთა შორის უფრო ხშირია  ოთხტერფიანი ანაპესტი (3+3+3+3).
         შარაკანების მუსიკა მიეკუთვნება სტროფულობის პრინციპს. შარაკანები ითხვზებოდა როგორც ერთიანი მუსიკალურ-პოეტური ნაწარმოები. 
 
თაღი
         თაღი, როგორც შარაკანი, არის მუსიკალური და სალექსო ხელოვნების სინთეზი. თაღი არის მონოდიური პროფესიული მუსიკის თავისებური ჟანრი. განასხვავებენ სასულიერო და საერო თაღებს. თაღი, როგორც მუსიკალური ჟანრი, განსაკუთრებულად ვითარდებოდა X საუკუნიდან, ძირითადად გრიგორ ნარეკაცის წყალობით. სასულიერო თაღები შარაკანებისგან განსხვავებით არ იყვნენ კანონიკური სიმღერები, ზეიმის და ცერემონიების დროს სრულდებოდა ღონისძიებისათვის უფრო მეტი ზეიმურობის მისანიჭებლად. საერო თაღი ყველაზე დიდ განვითარებას აღწევს ფრიკის (XIII  ს.) ხელოვნებაში.  ერთერთი ყველა ცნობილი საერო თაღი არის  „კრუნკ“ (წერო), შეიქმნა გვიანდელ შუახანებში, შენახულია XVII საუკუნის ტექსტებში. 
           თაღების ერთერთი გამოჩენილი შემსრულებელია პეტროს კაპანცი. მისი ნაწარმოები თავისი ფესვებით მიდის განვითარებული ფეოდალიზმის სომხური მუსიკის ტრადიციებთან. ამავე დროს XVII-XVIII საუკუნეების სომეხი მეცნიერები აგრძელებენ შუასაუკუნეების ხელნაწერების და მანუსკრიპტების მუსიკალური მემკვიდრეობის შესწავლას. იმ დროს გამოჩენილი მუსიკალური თეორეტიკოსები იყვნენ ავეტიკ პაგტასარიანი, ზენნე –პოგოს, ხაჩატურ ერზრუმცი და მხიტარ სებასტაცი. ძველი სომხური მუსიკის შესწავლასთან ერთად გრიგორ დპირ გაპასკალიანი (ოთხი მუსიკალურ-მეცნიერული ნაშრომების ავტორი) ცდილობს შექმნას ხაზების ახალი სისტემა.  
 
აშუღური სიმღერა
           აშუღური ხელოვნება აგრეთვე არის მუსიკალური და ლიტერატურული კულტურის სინთეზი, რომელიც გაჩნდა XVI საუკუნის შუაში. აშუღური ხელოვნების ძირითადი განვითარება იწყება XVII საუკუნეში. XVII-XVIII საუკუნეების გამოჩენილი სომხური აშუღები იყვნენ – ეგაზ, გულ არუთინ , ბაგერ ლაზარეს შვილი, და ა.შ. აშუღური მუსიკა დაფუძნებულია ხალხური ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ტდარდიციებზე. შუა საუკუნეების თაღასაცების ტრადიციების ათვისების შემდეგ, სომეხმა აშუღებმა შექმნეს ორიგინალური ჰანგები თავიანთი ნაწარმოებებისთვის. უკვე XIX საუკუნის მეორე ნახარიდან ეს ჰანგები იყო ჩაწერილი ევროპელი მუსიკალური ნოტაციის მიერ. ამ სიმღერების ტექსტები ეძღვნება სასიყვარულო, სოციალურ, სატირისტულ და სხვა თემებს. აშუღური მელოდიები უფრო ემოციური, ფორმით  გახსნილი  და რითმით მოქნილი.  აშუღების ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტებია სიმიან-ჩამოსაკრავი - საზ და ჩონგური.  XVII-XVIII საუკუნეების ყველაზე გამოჩენილი სომეხი აშუღები არიან  ოვნატან ნაგაშ, ბაგდასარ დპირ და საიათ-ნოვა. XVIII საუკუნეში აშუღების ხელოვნება „შთანთქა“ თაღასაცების ხელოვნებამ. 
 
ხალხური მუსიკა
           XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისის უდიდესი სომეხი აშუღები იყვნენ – ჯივანი, შირინ, შერამ, ჰავასი. 1870 წლიდან სომხური მუსიკის მოღვაწეები  ს. ამატუნი, კ. კარა-მურზა, ნ. ტიგრანიან, კომიტას და სხვები იწყებენ ხალხური მუსიკის მოგროვებას და ჩაწერას . ამ სფეროსში უდიდესი დამსახურება მიუძღვის კომიტასს, რომელმაც გამოსცა 2000 მეტი ხალხური სიმღერა. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ამიერკავკასიის სხვადასხვა კუთხეებში და რუსეთის სამხრეთში ქმნის 90 –ზე მეტ სომხურ ხალხურ გუნდს, რითაც სომხურ ყოფაში მრავალხმიანობა ვრცელდება.  XX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ქემანჩისტი საშა ოგანეზაშვილის (ოგანიანის) შემოქმედება.
 
კლასიკური მუსიკა 
         1813-1815 წლებში ამბარცუმ ლიმონჩიანი ქმნის ახალ სომხურ ნოტების წერის სისტემას.  იმავე პერიოდში იყო ჩაწერილი , როგორც მუსიკალური ფოლკლორის, ასევე სასულიერო მუსიკის ნიმუშები, კერძოდ, ნ. ტაშჩიანმა ჩაწერა ძველი სომხური სასულიერო მუსიკის ნაწარმოებათა 3 ტომი.  მუსიკალური კულტურის ახალი აღმავლობა იწყება ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან, რომელიც განპირობებული იყო მათ შორის ეროვნული განმანთავისუფლებელი იდეებით. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ სომხეთში  და მთლიანად თურქეთში აღორძინდა სომხური მუსიკალური საზოგადო ცხოვრება. გამოიცა უამრავი მუსიკალური კრებული (რაფაელ პატკანიანის „სომეხთა ეროვნული მუსიკალური კრებული“, 1856წ. პეტერბურგი), იქმნება მუსიკალური საზოგადოებები, ნიკოგაიოზ ტაშიანი (1878),  ვენეზიური მხითარისტები (1882) და სხვები ქმნიან სახელმძღვანელოებს მუსიკის თეორიაზე და მუსიკალურ წიგნიერებაზე. დროის მნიშვნელოვან კულტურული მიღწევაა სომხური მუსიკალური პერიოდიკის გამოჩენა. ჯერ კიდევ 1857 წელს გაბრიელ იერანიანმა და ა. ოვანნისიანმა გამოსცეს მუსიკალური ჟურნალი „ქნარ არეველიან“ („აღმოსავლური ლირა“) რომელსაც 1861 წლიდან ახალი სახელწოდების – „ქნარ ჰაიკაკან“ („სომხური ლირა“) ქვეშ გამოსცემდნენ . 1879 წლიდან გამოდის ე. ტნტესიანის ჟურნალი „ნვაგ ჰაიკაკან“ („სომხური სიმღერები“). ბევრ სომხურ დიდ პერიოდულ გამომცემლობაში იბეჭდება სტატიები მუსიკის საკითხებზე. სომხური მუსიკალური კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლაზარევის ინსტიტუტმა და ნერსესიანის და გევორქიანის სემინარიამ, რაღაც დონით ტიფლისის რუსულ მუსიკალურ საზოგადოებასთან  არსებულმა სასწავლებელმაც. XIX საუკუნის შუაში ყალიბდება საკონცერტო ცხოვრებაც. აშუღების, დუდუკზე, ქამანჩაზე შემსრულებლების, სახალხო მომღერლების და ა.შ.  გაერთიანების შექმნის გარდა, ჩნდება პირველი მუსიკოსები, რომელმაც დაამთავრეს როგორც რუსული, ასევე დასავლური კონსერვატორიები. ამავე დროს იქმნება მუსიკალური ანსამბლები  და სიმფონიური ორკესტრები, რომელთაგან ყველაზე მნიშველოვანი იყო სინაინის (1861-1896) ორკესტრი. ე.ტნტესიანის, ნ.ტაშჩიანის, გ.ო.კორგანოვის,  ტ.ტუხაჯიანის და გ.ერანიანის ნაწარმოებებში ვითარდება გუნდური და სოლო სიმღერის ჟანრები, რომანსები, ჩუხაჯიანის და კორგანოვის ნაწარმოებებში ასევე ინსტრუმენტალური მუსიკა. 1860 წლიდან გრძელდება პატრიოტული შინაარსის სიმღერების შექმნა.  სწორედ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება ახალი ეროვნული კომპოზიტორული სკოლა. 
           ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ტიგრან ჩუხაჯიანის მიერ 1868 წელს პირველი სომხური ეროვნული ოპერის „არშაკ II“ შექმნას.  1891 წელს ჩუხაჯიანი ქმნის ოპერას „ზემირე“, 1897 წელს – „ინდიანა“.  1870 წელს ქმნის 3 ოპერეტას, რომელთა შორის ყველაზე პოლულარული ხდება „ლებლებიჯი“ (1875წ.). სეროვბე ბენკლიანთან ერთად ჩუხაჯიანმა ჩამოაყალიბა ახლო აღმოსავლეთში პირველი მუდმივად მოქმედი ოპერეტის ტრუპა. 
           1880 წლიდან სომხურ კლასიკურ მუსიკაში იწყება ახალი მოძრაობა – პროფესიული კომპოზიტორების მიერ ძველი ხალხური სიმღერების მოგროვება და  დამუშავება. ამ კომპოზიტორებს შორის იყვნენ მაკარ ეკმალიანი, ხრისტოფორ კარა-მურზა და ნიკოგაიოს ტიგრანიანი. ამ პერიოდიდან თავის მოღვაწეობას იწყებს სომხური მუსიკის ისტორიაში ერთერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მოღვაწე – კომიტასი, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა ეროვნული თვითმყოფადობის მუსიკალური სტილის აღორძინებაში. მისმა მრავალმხრივმა საქმიანობამ განაპირობა მომდევნო ეპოქების მთლიანი სომხური მუსიკის შემდგომი განვითარების გზის განსაზღვრა. ალექსანდრე სპენდიაროვის შემოქმედებით იწყება სომხური სიმფონიის და ვოკალურ სიმფონიური მუსიკის  ახალი ისტორია. (სიუტები „ყირიმული ესკიზები“ – 1903 და 1912, სიმფ. სურათი „სამი პალმა“ -1905, და ა.შ.) რომანოს მელიკიანი მუშაობდა ძირითადად რომანსების სფეროში. 1912 წელს არმენ ტიგრანიანის ოპერა „ანუშ“-ის დადგმით იხსნება ახალი სტილისტური მიმართულება სომხურ მუსიკალურ თეატრში. იმავე 1912 წელს აზატ მანუკიანმა შექმნა პირველი სომხური საბავშვო ოპერა „ბოროტების დასასრული“. XX საუკუნის დასაწყისში შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყეს  გრიგორ სიუნიმ, ს.ვ.ბარხუდარიანმა, ა.ს.მაილიანმა, ა.გ.ტერ-გევონდიანმა, დ.ა.კაზარიანმა, ე.ბაგდასარიანმა, მ.მირზაიანმა. ეპოქის ეროვნული მუსიკათმცოდნეობა, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან კომიტასი, ვ.დ.კორგანოვი, ე.ტნტესიანი, ძირითადად დაკავშირებულია ხალხური და შუა საუკუნეების პროფესიული მუსიკის, ეროვნული მუსიკალური ტრადიციების და თვითმყოფადობის გააზრებასთან. კომიტასთან ერთად ხალხური მუსიკის მოგროვებით დაკავებული იყო აგრეთვე ს.ა.მელიქიანი, რომელმაც 1912 წელს ჩამოაყალიბა სომხური მუსიკალური საზოგადოება. 1919 წელს ტიფლისში იყო შექმნილი სომხური მუსიკის თეორეტიკოსების საზოგადოება. 
ამ პერიოდში ბობოქრულად ვითარდება ვოკალური შემოქმედება. რუსეთის და ევროპის სხვადასხვა სცენებზე გამოდიოდნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა ნადეჟდა პაპაიანი, ტიგრან ნალბანდიანი, არმენაკ შახმურადიანი (გრანდ ოპერის სოლისტი), მარგარიტ ბაბაიანი, ბეგლარ ამირჯანი, კონსტანტინ, ოვანესი, ეგინე, ნუნე და მარია კორგანოვები. ნაყოფიერ მუსიკალურ საქმიანობას ეწეოდნენ სტეფან ელმასინი, კარლ მიკული, დები ადამიანები, დირიჟორი ალექსანდრე ასლანოვი (1912-1918 წწ. ხელმძღვანელობდა მარიინინის თეატრის ორკესტრს), მევიოლინეები დავით დავითიანი და ოვანეს ნალბანდიანი. 
         ბევრი სომეხი კომპოზიტორი, მუსიკოსი, დირიჟორი, რომლებიც იძულებით ემიგრირებულები იყვნენ ოსმანური თურქეთის მიერ სომეხი ხალხის გენოციდის შედეგად, ავითარებდნენ ეროვნულ მუსიკალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნებში. 
           1920 წლის ბოლოში სომხეთის რესპუბლიკაში დაწესდა საბჭოთა ხელისუფლება. 1923 წელს ერევანის მუსიკალური სტუდია (ორგანიზირებული 1921 წელს) გადაკეთდა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიად. 1924 წელს ორგანიზირებული იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი, პირველ დირიჟორთა შორის იყვნენ ალექსანდრე სპენდიაროვი და ალექსანდრე მელიქ-ფაშევი. იმავე დროს ალექსანდროპოლში რესპუბლიკის საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით დაიდგა რუსული და დასავლეთევროპული ოპერები და ოპერეტები. მოსკოვის კონსერვატორიის რამოდენიმე სომეხმა სტუდენტმა 1925 წელს დაარსეს კვარტეტი, რომელსაც კომიტასის სახელი ეწოდა. 1920 წელს სომხური მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მოსკოვის საბჭოთა სომხეთის კულტურის სახლთან არსებულმა კოლექტივებმა, აგრეთვე თბილისში და ბაქოში სომხური ხელოვნების სახლების სექციებმა. უკვე 1927 წელს ერევნის კონსერვატორიასთან მუშაობდა საოპერო კლასი, რომელიც 1930 წელს იყო გადაკეთებული საოპერო სტუდიად. 1930 წელს გაიხსნა რამოდენიმე ახალი მუსიკალური სასწავლო დაწესებულება. 1932 წელს ერევანში შეიქმნა სომხური ფილარმონია. აგრეთვე ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა 1933 წელს სომხური ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას, და ერთი წლით ადრე საბჭოთა სომხეთის კომპოზიტორთა კავშირის შექმნას. 1920 წელს შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს სპენდიაროვი - 1930 წელს იყო დადგმული ოპერა „ალმასტ“, ამ პერიოდში კომპოზიტორი წერს „ერევნის ეტიუდებს“   სიმფონიური ორკესტრისთვის. 1921 წელს ა.ტერ-გევორგიანი წერს ოპერა „სედა“-ს , ვოკალურ ციკლებს ქმნის რ. მელიქიანი („ზმრუხტი“ და „ზარ-ვარ“). 
           1930 წელს იწყება XX საუკუნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპოზიტორის – არამ ხაჩატურიანის აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა. 1930 წლებში და 1940-იანი წლების დასაწყისში მის მიერ შექმნილია - 1 სიმფონია (1934 წ.) კონცერტი ფორტეპიანოსთვის ორკესტრთან ერთად (1936წ.) სიმფონიური პოემა  გუნდთან ერთად (1938წ.), პირველი სომხური ბალეტი „ბედნიერება“ (1939წ.), კონცერტი ვიოლინოსთვის ორკესტრთან ერთად (1940წ.), იქცნენ არამარტო სომხური, არამედ მსოფლი მუსიკის გამოჩენილ ნაწარმოებებად. 1930 წლებში მუშაობდა კომპოზიტორი ა.სტეფანიანი, სატირისტული ოპერა „მამაცი ნაზარ“-ის  (დადგ. 1935წ. ), ეპიკური ოპერა „სასუნცი დავით“-ის (შექმნ. 1936წ.) ავტორი.  საოპერო ჟანრში მუშაობდნენ ა.მაილიანი („საფა“), ა.აივაზიანი („ტაპარნიკოს“), ლ.ხოჯა-ეინატოვი, ს.ა.ბალასიანი და სხვა. საბალეტო ჟანრში – ა.ტერ-გევონდიანი („ცეცხლის პატარძალი“, „ანაიტ“), ს.ბარხუდარიანი („ნარინე“) და სხ. 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია