GEO | ARM | ENG | RUS

 მარტიროს სარქისის ძე სარიანი (დ. 16 თებერვალი/28 თებერვალი1880დონის ნახიჩევანი ახლანდელი დონის როსტოვის ფარგლებში - გ. 5 მაისი1972ერევანი),სომეხი მხატვარი. სსრკ სახალხო მხატვარი (1960), სსრკ სამხატვრო აკადემიკოსი (1947) და სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1956), სოციალისტური შრომის გმირი (1965). სომხეთის სსრ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1947-1951).

1897-1904 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, 1902-1904 წლებში მუშაობდა ვალენტინ სეროვისა და კონსტანტინე კოროვინის სახელოსნოებში. მონაწილეობდა გამოფენებში „გოლუბაია როზა“„მირ ისკუსსტვა“ და სხვა გამოფენები. 900-იან წლებში შესრულებულ ნატურმოტებსა და პორტრეტების კომპოზიციებსა თუ დეკორატიულ გადაწყვეტაში იგრძნობა ანრი მატისისა და პოლ გოგენის გავლენა. 1910-1915 წლებში იმოგზაურა თურქეთშიეგვიპტესა დაირანში. 1921 წლიდან სომხეთში ცხოვრობდა.

სარიანის შემოქმედების მთავარი თემაა სომეხი ხალხის ცხოვრება. წარმატებით მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, განსაკუთრებით პეიზაჟის ჟანრში. უმთავრესად იყენებდა ზეთის ფერწერის ტექნიკას. თავდაპირველად სარიანის კომპოზიციები ინარჩუნებდა დეკორატიულ სიბრტყობრიობას, შემდეგ კი მხატვრული ფერის დიდი ლაქების ნაცვლად ტონებს და ნახევარტონებს მიმართავდა. ბოლო ეტაპზე ნატურიდან დახატულმა სურათებმა ადგილი დაუთმო განზოგადებულ, მონუმენტალურ პეიზაჟებს (სურათების ციკლი „ჩემი სამშობლო“, 1952-1958, ლენინური პრემია, 1961, სომხეთის სურათბის გალერეა, ერევანი). სარიანმა შექმნა სომხეთის მშრომელების, მეცნიერების, მუსიკოსების, საბჭოთა არმიის მეომრების პორტრეტების მთელი გალერეა. სარიანი მუშაობდა მონუმენტური ფერწერის დარგში (პანო პარიზის მსოფლიო გამოფენაზე საბჭოთა პავილიონისათვის, 1937), იყო თეატრის მხატვარიც (ალექსანდრე სპენდიარიანის ოპერა „ალმასტი“, ერევნის სპენდირიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1938-1939, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941). აღსანიშნავია მისი ილუსტრაციები სომხური ზღაპრების კრებულისათვის.

თანამედროვე სომხურ ფერწერაში სარიანმა შექმნა მთელი მიმართულება, რომელსაც მშობლიური ქვეყნის პოეტური აღქმა უდევს საფუძვლად. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი სომხური ეროვნული ხელოვნების წინსვლად.

სსრკ II-IV მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით და მედლებით.

 

ივანე კონსტანტინეს ძე აივაზოვსკი ( დ. 17 ივლისი/29 ივლისი1817ფეოდოსია — გ. 19 აპრილი/ 5 მაისი1900, იქვე), რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი. წარმოშობით სომეხი. 1833-1837 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. იყო მ. ვორობიოვისა და ფ. ტანერის მოწაფე. 1845 წლიდან — აკადემიკოსი, 1847 წლიდან პროფესორი, 1887-იდან სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. ევროპის რამდენიმე აკადემიის წევრი.

1845-იდან ცხოვრობდა ფეოდოსიაში. უკვე 1840-იდან საქვეყნოდ მოიხვეჭა სახელი თავისი ნამუშევრებით, რომლებშიც გადმოცემულია ზღვის სტიქიონის სიდიადე, ზღვასთან მებრძოლი ადამიანების სიმამაცე. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია:„ჩესმენის ბრძოლა“, „ნავარინის ბრძოლა“ (ორივე — 1848, ფეოდოსიის სამხატვრო გალერეა), „მეცხრე ტალღა“ (1850, სანქტ-პეტერბურგი, რუსული მუზეუმი), „შავი ზღვა“ (1881, მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა). აივაზოვსკის ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

 

 

 

მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია