GEO | ARM | ENG | RUS
”ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია”

”ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია”

საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა ამ დევიზით ჩაატარა საქველმოქმედო აქცია წალკის რაიონში მ/წლის 20 დეკემბერს. ადრე, თვის დასაწყისში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ ამ რაიონში და ადგილზე გაეცვნენ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს. სომხურენოვანი სკოლების პედაგოგიურ კოლექტივებთან შეხვედრისას კონგრესის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ სკოლებს არასაკმარისი რაოდენობის სპორტული ინვენტარი ჰქონდათ. ამ მიზეზის გამო მოსწავლეებს არასრულფასოვანი ფიზკულტურის გაკვეთილები უტარდებათ. 

ჩვენს ორგანიზაციას სწამს, რომ მომავალი თაობის ფიზიკური ჯანმრთელობა ჩვენი ერის ბედნიერი მომავლის საწიდარია, ამიტომ კონგრესის ხელმძღვანელობამ თავი ვალდებულად ჩათვალა ქმედითი დახმარება გაუწიოს ბავშვებს მათი ჯანმრთელი აღზრდისათვის.
მიმდინარე წლის ბოლოს კონგრესის აქტივისტებმა უსასყიდლოდ გადასცეს სპორტული ინვენტარი რაიონის სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებს: ფეხბურთისა და ფრენბურთის ბურთები, ბადმინტონები, ნარდი, ჭადრაკი და ჩოგბურთის ჩოგნები და – სხვადასხვა დასახელების სპორტული ინვენტარი. 
 ამრიგად, მოსწავლეებს შეეძლებათ ივარჯიშონ ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ დარბაზებში. აღნიშნული საჩუქრები პირველებმა მიიღეს რაიონის ყველაზე დიდი სოფლის კიზილ- კილის სკოლის მოსწავლეებმა.
როგორც ერთ- ერთი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელმა ბატონმა ჰენრი კურგინიანმა აღნიშნა სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპორტს, ბავშვები სიამოვნებით ესწრებიან ფიზკულტურის გაკვეთილებს. მიღებული საჩუქრების შემდეგ ისინი დიდი ინტერესით დაკავდებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებით. ბევრი ბავშვისათვის საყვარელი სპორტის სახეობაა მაგიდის ჩოგბურთი, სპორტის ამ სახეობაში მათ კარგი შედეგები აქვთ–ყვება პედაგოგი.  მადლიერება გამოხატეს მოსწავლეებმაც, პირობა დადეს
-საუკეთესო შედეგები აჩვენონ სპორტულ შეჯიბრებებში.
 
 
 
 
 
 
უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია