GEO | ARM | ENG | RUS
ახალი წელი

ახალი წელი საერთო დღესასწაული…

ყველასათვის განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწმენისა. მართალია ამ დღესასწაულს მსოფლიო ერები თავიანთი კალენდრების, წეს - ჩვეულებისა და ტრადიციების გათვალისწინებით აღნიშნავენ, მაგრამ პირველ იანვრის  დღყსასწაულს ზეიმობენ  მთელს მსოფლიოში.

ქ. თბილისის სომხურმა სათვისტომომ გადაწყვიტა ყველასათვის საყვარელი დღესასწაული განსაკუთრებულად ეზეიმა. დამდეგი 2011 წელი საერთო მეგობართა წრეში. მან თავის თავზე აიღო ორგანიზაცია გრანდიოზული ზეიმის მოსამზადებლად, რასაც დიდი დრო, ძალა და ენერგია დასჭირდა.  ახალი წლის დადგომამდე, 27 დეკემბერს ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში შეიქმნა შესაფერისი საზეიმო ატმოსფერო ძველი წლის გასაცილებლად და ახალი წლის შესახვედრად.

ორგანიზატორები ეცადნენ , საკონცერტო პროგრამა შედგა საუკეთესოდ- ისე რომ აკმაყოფილებდა დამსწრეთა გემოვნებას. არნო ბაბაჯანიანის კონკურსის ლაურეატი ვლად არამოვი, ახლგაზრდა ამომავალი ვარსკლავი “ნიჭიერის” კონკურსის ფინალისტი ანა ხანჩალიანი,  მომაჯადოებელი ლოლიტა ტატიანი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მსახიობებისა, რომლებმაც იმ საღამოს გაახალისა პუბლიკა. მსურველები რომლებსაც სურდათ ახალი წელი ეზეიმათ თანამემალუსთან  ერთად – იყო არა ცოტა – ას კაცამდე. საღამოს სოლიდარობა შემატა-მნიშნელოვანმა  სტუმარმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰრაჩ სილვანიანი, სომხეთის მთავარი ეპისკოპოსი სომხური სამოციკულო წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მისი უდიდებულესობა ვაზგენ მირზახანიანი, მწერალი-მთარგმნელი გივი შახნაზარი, მრავალი სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძვანელები და სხვა ოფიციალური პირები. არ დაივიწყეს მიელოცათ დამდეგი ახალი წელი თანამემამულეთათვის თბილისის სომხური საზოგადოების იმ წარმომადგენლებმაც, რომლებიც ამ მომენტისთვის იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ.ტელეფონით ახალი წელი მიულოცა სახალხო ჟანრის მსახიობმა სოსო მაზმანიანმა. მისალოცი სიტყვა გამოგზავნა თბილისის სომხური, წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელმა ნარეკ კუშიანმა.

წინასაახალწლო ზეიმი დაამშვენა ანსამბლმა “სამი საუკუნე” შესრულებით, ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ერიციანი, ასევე ჟანა დავითიანის თოჯინების წარმოდგენა….საზეიმო განწყობილებას მხარს უჭერდნენ ასევე ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც . სტუმრებს შორის იყო შესანიშნავი ქართული კომპოზიტორი და შემსრულებელი ქ-ნი ნ.გაბუნია, ნიჭიერი მუსიკოსი ლევონ შახბაზიანი- რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ვახტანგ კიკაბიძის აკომპანიატორად. ბარიტონმა სარიბეკ სარგსიანმა გააოცა დამსწრენი საოპერო არიების ვირტუოზული შესრულებით. თბილისელი სომხებისთვის საყვარელმა მომღერალმა ჰენრიხ პეტროსიანმა შეასრულა საიათ ნოვას სიმღერები. სტუმრები გაახარეს ნორჩმა ვარსკლავებმაც. სატელივიზიო კონკურსის “ნუცა სკოლის (2006წ)” გამარჯვებულებმა დუდანა ნიფარიშვილმა   შემოგვთავაზა   სიურპრიზი, მან იმღერა სომხურ ენაზე  სიმღერა “ერანი თე”. დიდხანს დაამახსოვრდებათ საზღვარგარეთის ჰიტების კაშკაშა შემსრულებელი 12 წლის რომან მელოიანი.

ცეცხლოვანი სომხური ცეკვა “ქოჩარი” და მელოდიური თბილისური მისამღერები - იმ საღამოს არავინ დაუტოვებია გულგრილად.

საღამო მიჰყავდათ ზინულიკ პოღოსიანს და მიხეილ ავაქიანს. ისღა დაგვრჩენია რომ ვისურვოთ ასეთი საღამოები ჩვენს ცხოვრებაში აღსავსე სიმღერებით და მხიარულებით იყოს არა მხოლოდ ზეიმების დროს.

400

400

400

 

უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია