GEO | ARM | ENG | RUS
საახალწლო საქველმოქმედო აქცია: “მოხუცები და ბავშვები”.

 

საახალწლო საქველმოქმედო აქცია: “მოხუცები და ბავშვები”.

ახალი წელი ყველა დღესასწაულს შორის განსაკუთრებულია. ყველა მას მოუთმენლად ელის, დიდი თუ პატარა, ავადმყოფები და ჯანმრთელები, ახალგაზრდები და მოხუცები, ისინიც კი ვისაც დიდი ხანია არ სჯერათ თოვლის ბაბუის. ალბათ ყველაზე მეტ იმედებს ამ სასწაულზე ამყარებენ ავადმყოფები და მოხუცები. თუმცა ასეა თუ ისე მაინც სჭირდება დახმარება ჩვეულებრივი ადამიანის და არა ზღაპრული პერსონაჟების.

ყველას დახმარება ერთდროულად – შეუძლებელია. მაგრამ ზრუნვა რამდენიმე გაჭირვებულზე ყველა ჩვენთაგანის ძალებს არ აღემატება. 

საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა გადაწყვიტა გაეკეთებინა საჩუქრები ავადმყოფი ბავშვებისა და მოხუცებისათვის. 

ელა ნაზარიანი (8წლის), მარია სარქისიანი (7 წლის), არტურ ტერ- ბაგდასაროვი (13 წლის), ნანა ნერსესიანი (23 წლის) და გურგენ ავაქოვი (34 წლის). ყველა მათგანს აერთიანებს საერთო დაავადება – ცერებრიალური დამბლა და საყრდენი აპარატის მოშლილობა. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაადგილება. მთელი ცხოვრება მიჯაჭვულნი არიან ინვალიდის სავარძელზე – იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ იგი. თუ ოჯახს არა აქვს შესაძლებლობა ძვირადღირებული ნივთის შესაძენად. ასეთი აუცილებელი სავარძლის გარეშე ბავშისა და მისი ოჯახის ცხოვრება მძიმეა, - ბევრ ბავშვს შეუძლია მხოლოდ იოცნებოს ასეთ სავარძელზე.

საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა მათ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა – თითოეულ ბავშვს საჩუქრად გადასცა ინვალიდის სავარძელი. ამ ხუთი ინვალიდი ბავშვისათვის ეს ახალი წელი ორმაგად სასიხარულო იყო.

ჩვენს ორგანიზაციას არ დაავიწყდა ეზრუნა მოხუცი ადამიანებისთვის. ოცდაათამდე მოხუცმა მიიღო საახალწლო საჩუქარი. კონგრესის აქტივისტებმა სპეციალურად მათთვის მოამზადეს საჩუქრები – დაურიგდათ საახალწლო საჭირო პროდუქტი. ამბობენ სასწაული ხდება მათთვის ვისაც სჯერა, ვინ იცის იქნებ 2011 წელს ასრულდეს ჩვენი ბავშვებისა და მოხუცების რომელიმე ნატვრა და თუ არა – მაშინ ჩვენ დავეხმარებით. ჩვენ ხომ მუდმივად მათ გვრდით ვართ. 
 

უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია