GEO | ARM | ENG | RUS
ახალი 2012 წელი

ამბობენ: ახალი წლის ღამეს რასაც ჩაუთქვამ აუცილებლად ასრულდებაო...…

ახალი წელი ეს იმ დღესასწაულებს შორისაა, რომლის დადგომასაც ბავშვებივით სულმოუთქმელად ველოდებით, ალბათ იმიტომ, რომ ის ჩვენ ბედნიერ და უზრუნველ ბავშობასთან გვაბრუნებს, როცა ჩვენ გვჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობა, ვწერდით წერილებს, ვთხოვდით საჩუქრებს. მართალია მრავალ ჩვენთაგანს აღარ სჯერა ზღაპრული თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ შობისა და ახალი წლის ღამეს ყველა განურჩევლად ასაკისა ჩაუთქვამთ სურვილებს და ველით სასწაულის მოხდენას. ახალი წელი ყველასათვის დღესასწაულია და სასურველია მისი აღნიშვნა მეგობრებისა და ახლობლების წრეში.

  საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა გასული წლის მსგავსად მოაწყო წინასაახალწლო საღამო, რომელიც ტრადიციის სამებრ ჩატარდა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში, ამჯერადაც მონაწილეობის მსურველთა რაოდენაბა დიდი იყო, რა არის  ამაზე უკეთესი იზეიმო ახლობელთა და მეგობართა გარემოცვაში. წინასაახალწლო განწყობა შექმნა მუსიკამ ცოცხალი შესრულებით, იყო ცეცხლოვანი ცეკვები, სიმღერები. საახალწლო მორთულ ნაძვისხესთან სურათის გადამღებთა მსურველთა რაოდენობა არ წყდებოდა.

    საზეიმო კონცერტში მონაცილეობა მიიღო სომხური სათვისტომოს სხვადასხვა თაობების პოპულარულმა მომღერლებმა (ანა ხანჩალიანი, ჰენრიხ პეტროსიანი, ანა პოღოსოვი, ნინა კარაპეტიანი, ხათუნა პოღოსოვი ლოლიტა), ქართველმა და სომეხმა იუმორისტებმა. სტუმართმოყვარე საქართველოს სომეხთა ეროვნულმა კონგრესმა კონცერტზე მიიწვია ცნობილი სტუმრები. მათ შორის იყვნენ არნო ბაბაჯიანიანის ვაჟის მეუღლე ქ-ონი მაია ყიფიანი (კონკურსი “ახალი ტალღა 2008” გამარჯვებული დუეტ”ჯორჯიას”პროდუსერი), ქართველი საესტრადო მომღყრალი ანრი ჯოხძე, რომელიც მონაწილეობდა საქართველო-სომხეთის ერთობლივ პროექტში(10+10), სადაც მას პარტნიერობას უწევდა სომხეთის წარმომადგენელი 2010 წლის ევროვიზიაზე – ევა რივასი.

   საღამოს ესწრებოდნენ თბილისელი სომეხი ინტელეგენციის წარმომადგენლები მთარგმნელი და პუბლიცისტი გივი შახნაზარი, პაროდისტი სოსო მაზმანიანი, ვახტანგ კიკაბიძის აკომპონიატორი- ლევონ შახბაზიანი, საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესის მეგობარი პროფესორი იური საფაროვი ოჯახთან ერთად: ქალიშვილი ირინა დავიდოვი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, შვილიშვილი რომელმაც აჩვენა იმპროვიზირებული ცეკვის შესრულების მაღალი ოსტატობა.

თავისი სტუმრობით დიდი პატივი დაგვდეს სასულიერო პირებმა საქართველოში სომეხთა სამუციქულო მართმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მღვდელი ნარეკ კუშიანმა.

ასეთვე საქართველოში სომხეწთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობამ. საღამოს დასასრულს გაიმართა ლატარიის გათამაშება, მოგებულებს წილად ხვდათ სამახსოვრო პრიზები. შემოსული თანხა მოხმარდება სადღესასწაულო საჩუქრებს მოხუცებისა და უმწეობებისათვის.

    დამსწრეთა აზრით ზეიმი შედგა! რაც ემჩნეოდათ მოწვეულ სტუმრებს ღიმილიან სახეებზე, ამაღლებრული სახეები მათ მთელი საღამოს განმავლობაში წაყვათ, მათ დიდი ხალისით მიიღეს მონაწილეობა ლატარიის ცათამაშებაშიც. ყველა ახალ წელს ჩვენ გვჯერა რომ ახალი წელი იქნება უკეთესი ვიდრე წასული წელი იყო. ჩავიფიქროთ სურვილები და დაველოდოთ მათ ასრულებას.

საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესი გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს. დაე, ახალმა 2012 წელმა მოგიტანოთ დიდი სიხარული.


                                       
      

      

უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია