GEO | ARM | ENG | RUS
ევროპარლამენტმა სერიოზულად გააკრიტიკა აზერბაიჯანი რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო.

 ევროპარლამენტმა სერიოზულად გააკრიტიკა აზერბაიჯანი რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო. 

2012 წლის 13 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია #2012/2785(RSP), რომელშიც ევროკავშირის წარმომადგენლობითმა ორგანომ გააკრიტიკა აზერბაიჯანი რამილ სა
ფაროვის შეწყალების გამო. 
საფაროვი აზერბაიჯანული არმიის ოფიცერია, რომელმაც 2004 წლის 19 თებერვალს ნაჯახით მოკლა სომხეთის რესპუბლიკის არმიის მძინარე ოფიცერი გურგენ მარგარიანი. ეს საზარელი მკვლელობა ჩადენილიქნა ბუდაპეშტში (უნგრეთი). მის საბაბს მხოლოდ მსხვერპლის სომხური წარმომავლობა წარმოადგენდა. დამნაშავის ზრახვებს შეიძლება მეორე სომეხი ოფიცერიც შესწიროდა, თუმცა საფაროვმა ის ვერ იპოვა.
ორივე ქვეყნის ოფიცერი მონაწილეობდა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ინგლისური ენის კურსებში. 
უნგრეთის ხელისუფლებამ საფაროვს უვადო პატიმრობა 2036 წლამდე მიუსაჯა გადაწყვეტილების აპელირების უფლების ჩამორთმევით. 2012 წლის 31 აგვისტოს უნგრეთმა მოახდინა რამილ საფაროვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც იგი იმავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სპეციალური ბრძანებით შეწყალებულ იქნა და მას გმირული დახვედრა მოუწყეს.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად მან შეიწყალა მკვლელი, ვისი ბრალეულობაც დამტკიცებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის - უნგრეთის სასამართლოს მიერ, და ვისაც სამუდამო პატიმრობა ჰწონდა მისჯილი.

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა დარტყმის ქვეშ დააყენა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. 
რეზოლუციაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ საფაროვის შეწყალებით ალიევმა მისი ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიები დაარღვია, ვინაიდან საფაროვის აზერბაიჯანში ექსტრადიციამდე აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ წერილობით იკისრა დამნაშავის მიერ სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის ვალდებულება.
ამასთანავე ევროპარლამენტი შეშფოთებულია საფაროვისთვის გმირული დახვედრის მოწყობითა და მისი ლეიტენანტის წოდებიდან მაიორის წოდებაში დაწინაურებით და მისთვის რვა წლის ხელფასის გადახდით.
ევროპარლამენტის განცხადებით, ამგვარი დამოკიდებულება ნეგატიურად აისახება აზერბაიჯანელი ახალი თაობის წარმომადგენლებზე. 
რეზოლუციაში ნათქვამია აგრეთვე, რომ საფაროვის შეწყალების ფაქტი წინააღმდეგობაში არის ექსტრადიციის შესახებ კონვენციის სულისკვეთებასთან.
 

რეზოლუცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-%2F%2FEP%2F%2FTEXT+TA+20120913+TOC+DOC+XML+V0%2F%2FEN
უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია