GEO | ARM | ENG | RUS
თსუ-ში საიათნოვას იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიათნოვას 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის. ღონისძიებას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არამ სიმონიანი, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და სომხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კონფერენციაზე მოხსენებებს საიათნოვას შემოქმედებით დაინტერესებული ქართველი და სომეხი მკვლევრები წაიკითხავენ.

GHN

უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია