GEO | ARM | ENG | RUS
საქართველო და სომხეთი მზად არიან, თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ

 ფინანსთა მინისტრi ნოდარ ხადური დღეს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰოვანეს მანუკიანს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში. შესაძლებელია, კონტაქტების გააქტიურება გამოცდილების გაზიარების კუთხითაც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

"ფინანსთა მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. ფინანსური სექტორი სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სფეროა. დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრს გადავეცი მისი სომეხი კოლეგის მოლოცვა და პარტნიორობისთვის მზაობა", - განაცხადა სომხეთის ელჩმა.

GHN

უკან დაბრუნება  
მთავარი | სომეხთა გენოციდი | სასარგებლო ინფორმაცია | ფორუმი | გალერეა | ღონისძიებები | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია